ნაგვის კონტეინერების შესყიდვა განხორციელდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნაგვის კონტეინერების შესყიდვა განხორციელდა.
1100 ლიტრიანი 105 ლითონის ურნა ადმინისტრაციულ ერთეულებში საჭიროების შესაბამისად უახლოეს დღეებში გადანაწილდება.
კონტეინერების მოწოდება ტენდერში გამარჯვებულმა შპს ორიენტირმა განახორციელა.
 პროექტს, ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი.“

SIGN IN

Forgot Password

X