სოფელ ჩაის მეურნეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა

ლადო ჯურხაძე დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ჩაის მეურნეობის მე-2 უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედგებს ადგილზე გაეცნო.
ლადო ჯურხაძე: ,, არის საკითხები,რომლთა მოგვარება დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს. ასეთ დროს ჩვენი სამსახურები მაქსიმალურად მობილურია. წელს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა. ოპერატიულად მოხდა რეაგირება, გამოიყო ფინანსური სახსრები და შევძელით სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად წარმართვა. მიხარია , რომ ამ მრავალბინიან სახლებში ადამიანები უსაფრთხოდ გააგრძელებენ ცხოვრებას,,.
მიმდინარე წელს , სოფელ ჩაის მეურნეობაში , ძლიერმა ქარმა, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ფაქტზე დაუყონებლივ მოხდა რეაგირება , ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო ფინანსური რესურსი და, შესაბამისი წესების დაცვით, განხორციელდა რიგი ღონისძიებები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,უსაფრთხო ქალაქი,, -მ განახორციელა.

SIGN IN

Forgot Password

X