სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

📢„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2024“ იწყება!
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და დასრულდება 24 იანვარს .
🖋მთავრობის დადგენილებით მიღებული წესების მიხედვით, წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე მერიასა და მერის წარმომადგენლებთან წარდგინებით.
‼️სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 29-31 იანვარს მუნიციპალიტეტის 37-ივე სოფელში ჩატარდება.
👉 ხონის მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 470 000 ლარია გამოყოფილი.
დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:
➤ სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები,სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.)
➤ სანიაღვრე არხების მოწესრიგება;
➤ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
➤ გზები და გზისპირა მოსაცდელები ,აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
➤ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
➤გარე განათების ქსელის მოწყობა;
➤სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
➤სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა;
➤ამბულატორიის შენობები;
➤სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
➤სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი;
➤სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
➤წისქვილების რეაბილიტაცია;
➤სარეკრიაციო სივრცეები შესაბამისი ინვენტარით;
🖋ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის წევრებად განისაზღვრენ:
✧ გერასიმე მჟავანაძე – მერის პირველი მოადგილე-ჯგუფის ხელმძღვანელი;
✧ გელა ჩოგოვაძე – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ჯგუფის წევრი;
✧მანანა გოფოძე – მერის მოადგილე – ჯგუფის წევრი;
✧ ჯემალ მებუკე – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – ჯგუფის წევრი;
✧ ამირან კინწურაშვილი – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი –
ჯგუფის წევრი;
✧ ილია ყუფარაძე – მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის,
ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ჯგუფის წევრი;
✧ლევან ჩიხლაძე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი –
ჯგუფის წევრი;
✧მარი რუხაძე – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- ჯგუფის წევრი;
✔️საერთო კრებების ჩატარება ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 31 იანვარს დასრულდება.
👉 სოფლის კრებების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/f8nopa
დანართი #1 : https://rb.gy/hs7s64
დანართი #2: https://shorturl.at/dopqt
👉ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ: https://rb.gy/akycc2
დანართი #1 : https://rb.gy/4wz2lq
👉აქვე, მოცემულია საპროექტი წინანადებების ელექტრონული განაცხადის ფორმა https://rb.gy/t1xtcs , რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ , შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექქტონულ ფოსტაზე khonismeria@yahoo.com 2024 წლის 24 იანვრამდე :
‼️განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია მერის წარმომადგენლებთან. ასევე, შევსებული განაცხადი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მერიაში მისამართზე ქ.ხონი, თავისუფლების მოედანი # 6 :

SIGN IN

Forgot Password

X