ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 10 -დან 29 წლამდე როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.
თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს წარმოადგინოს მაქსიმუმ ხუთი ფოტო.
ფოტოს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი.
კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში);
კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი,
თავისუფალი თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ. );
კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .
ფოტოკონკურსის ფარგლებში დაჯილდოების დღეს გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული და კონკურში მონაწილეთა ნამუშევრები (სულ 30 – 40 საუკეთესო ფოტო).
გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული
ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები.
ფოტოკონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფოტოგრაფიის პროფესიონალებისგან –
კრიტიკოსების, ფოტოგრაფების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვეული წევრისგან.
ფოტოკონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებას ახდენს ჟიური. გამარჯვებულების
გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.
ასევე გათვალისწინებული იქნება:
– თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პეიზაჟი, პორტრეტი, თავისუფალი
თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ.) ორიგინალურობა;
-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;
-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების
ხარისხი.
შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც ფოტოაპარატით, ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები.
შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
პირველი ადგილი – 400 ლარი
მეორე ადგილი – 300 ლარი
მესამე ადგილი – 200 ლარი
საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულებს, გადაეცებათ „იპო“ს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება და დიპლომი.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა ნიშნავს ავტორის თანხმობას გამოყენებულ იქნას მისი ნამუშევარი
არაკომერციული მიზნებისთვის, მეთოდურ და საინფორმაციო გამოცემებში, კატალოგებში, ბუკლეტებსა
და ფოტოგამოფენებში.
ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები:
პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც
გამოფენისთვის დაიბეჭდება, გადადის კონკურსის დამფინანსებლების საკუთრებაში, საავტორო
უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ, მითითებულ
ელექტრონულ მისამართზე
www.photoipoofficial@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე –
(+995) 574 898 927
აუცილებელია ფოტოს ერთვოდეს ავტორის სახელი, გვარი დასაკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
ნამუშევრების მიღება დაიწყება 2023 წლის 12 აპრილს და გაგრძელდება 2023 წლის 28 აპრილამდე.
კონკურსის ორგანიზატორია ხონის მუნიციპალიტეტის მერია.