წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ქალაქ ხონში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე. ისინი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

პროექტი გზის ასფალტის საფარით მოწყობას, სანიაღვრეების მოპირკეთებასა და ეზოში შესასვლელების დაგებას ითვალისწინებდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ჯამში 900-მდე გრძ. მეტრ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფორნდის მიერ დაფინანსდა და შ.პ.ს. ,,ჯ და ჯ,, ახორციელებს.
#ინფრასტრუქტურა2021

SIGN IN

Forgot Password

X