ხონის დელეგაცია ტუკუმსში იმყოფებოდა

ქალაქ ტუკუმსის (ლატვია) 770 წლის იუბილესა და ვარდების ფესტივალზე, ხონელი მოცეკვავეები ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგნენ და ადგილობრივებისა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ტუკუმსი ხონთან დამეგობრებული ქალაქია . ჩვენი დელეგაცია მეგობარ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდა.
სამთავრობო მიღებებსა და საზეიმო ღონისძიებებში საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა ერთობლივად ღებულობდნენ მონაწილეობას.
დატვირთული რეჟიმის მიუხედავად , ჩვენმა ახალგაზრდებმა ათზე მეტ ღონისძიებაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა და ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს კულტურის ცენტრებში, ღია სცენებზე, სამთავრობო სადღესასწაულო საღამოებზე, აღაფრთოვანეს მაყურებელი, განსაკუთრებით უცხოელი დელეგაციები და პოლონეთიდან მოწვევაც მიიღეს.
ხონსა და ტუკუმსს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2019 წლის 19 ივლისს მოეწერა და მას შემდეგ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობაა.

SIGN IN

Forgot Password

X