ხონის კულტურის ცენტრში გამოფენა გაიხსნა

საინტერესო გამოფენა გაიხსნა ხონის კულტურის ცენტრში.
ხონის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით , ქუთაისელ ტანმოვარჯიშეთა მიერ სხეულით შექმნილი ქართული ანბანის ფოტოებს გაეცნო ხონელი საზოგადოება.
 ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს ამ ინოვაციურ გამოფენას.
პროექტის ავტორები არიან მხატვრები – პაატა ნემსწვერიძე და დავით აბულაძე.
გამოფენა სამ დღეს გასტანს და 24 დეკემბერს დაიხურება.
 დათვალიერება თავისუფალია.

SIGN IN

Forgot Password

X