ხონის მერია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უერთდება

📍 25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, რომლითაც იწყება გენდერული თანასწორობის ყოველწლიური გლობალური კამპანია.
🔹ხონის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას.
🔹ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა გენდერული უთანასწორობის გამოვლინება და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა.
🔹ხონის მუნიციპალიტეტი აცნობიერებს საკუთარ როლს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი, მტრული გარემოსგან დაცლილი გარემოს შექმნაში.
🔹აქედან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია :
✔️მუნიციპალური სერვისების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები;
✔️შემუშავებულია გენდერული ბიუჯეტი;
✔️ხორციელდება აქტივობები, რომელთა მიზანია ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
✔️მერიის სოციალური პაკეტი მოიცავს პროგრამას ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის შესახებ ;
✔️მერიის სოციალური პაკეტი მოიცავს ქვეპროგრამას მრავალშვილიან მშობელთა დახმარების შესახებ ;
✔️მერიის სოციალური პაკეტი მოიცავს ქვეპროგრამას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე, ან მეორვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების შესახებ.
✔️მუშაობს მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილება;
✔️მუშაობს საკრებულოს გენდერული საბჭო;
❗️აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გააცნობიეროს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.
❗️თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია!

SIGN IN

Forgot Password

X