ხონში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ხონში ასოციაცია ,,ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის,, პროგრამების დირექტორმა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე მანანა გოოძე, ადგილობრივი პედიატრები, სოციალური სააგენტოს ,მერიის სოციალური სამსახურის, მერიის ბავშვთა უფლებების განყოფილების,საბავშვო ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომამდგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ;
ადრეული განვითარების პროგრამა განკუთვნილია 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ხონის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობა მერის ინიციატივითა და საკრებულოს თანხმობით გაიზარდა და ამიერიდან საჭიროების მქონე ყველა ბავშვი შეძლებს პროგრამაში ჩართვას და სერვისის ადგილზე მიღებას.
ადრეული განვითარების პროგრამა არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი, რომელიც ემსახურება ბავშვის განვითარების ხელშეწყობას . პროფესიონალების მუშაობა ხორციელდება შინ, ცენტრში და საბავშვო ბაღში. ხდება ბავშვის ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდა ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას და ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შედგენა.
პროგრამაში შესაძლებელია ჩაერთოს განვითარების დარღვევის ან მისი რისკის მქონე ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც აღენიშნება პრობლემები
• გონებრივ;
• მოძრაობით (წვრილი და მსხვილი მოტორიკა);
• მეტყველების;
• ქცევის;
• სოციალურ და;
• კომუნიკაციის სფეროში.
ბავშვის განვითარება ფასდება საერთაშორისოდ აღიარებული ტესტით – AEPS. ოჯახის წევრები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომლის შედეგად გამოვლენილი სპეციალური საჭიროებები გათვალისწინებულია ჩარევის გეგმისას. ინდვიდუალური გეგმის შედგენას მშობელი/მომვლელი და პროფესიონალი ახორციელებს გუნდურად.
ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელება შესაძლებელია:
• შინ;
• ცენტრში;
• საბავშვო ბაღში.
ადრეული განვითარების პროგრამის მომსახურება მოიცავს თვეში 8 ვიზიტს, რომელიც: 0-3 წლამდე ასაკის ბავშვებში უმეტესად ხორციელდება ბინაზე, ხოლო 3-7 წლამდე ბავშვების შემთხვევაში გულისხმობს ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ მომსახურეობას ბინაზე, ცენტრში ან საბავშვო ბაღში (ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების მიხედვით).

SIGN IN

Forgot Password

X