ხონში გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

✅ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის მცირე საჭიროებათა კვლევა, ანალიზი და გამოკვეთილ პრობლემებზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
🚻ვორქშოპს თემაზე ,,გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებში,, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, მოადგილე მანანა გოფოძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე კობა კუბლაშვილი ,მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, საჯარო მოხელეები და გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
☑️გენდერის სოციალიზაცია;
☑️ხონის მუნიციპალიტეტის ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები;
☑️გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება ☑️მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;
☑️საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოსა და და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ადგილზე განხორციელებული ღონისძიებები;
🤝აღნიშნული სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.

SIGN IN

Forgot Password

X