ხონში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა

ხონში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” ჩატარდა.
ფესტივალში პოლონეთის, თურქეთის, ლატვიის, სასომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ.
ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს ფესტივალში მონაწილეებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

SIGN IN

Forgot Password

X