ხონში სპექტაკლი გაიმართა

🎭ხონის დევნილთა დასახლების საკონცერტო დარბაზში, „ქუთაისის 60+ კლუბის“ წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას სპექტაკლი ,,12 განრისხებული ქალი,, ( დადგმა: დათო ლიკლიკაძე) წარუდგინეს.
🎭ღონისძიებას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, სტუმრები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან და ადგილობრივი მოსახლეობა.
,, დამაფიქრა ამ სპექტაკლმა და თქვენმა შესრულებამ . დარწმუნებული ვარ დარბაზიც აღფრთოვანებულია. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშეთ , ასევე გვაჩვენეთ, რომ 60+ ასაკი , მხოლოდ ციფრებია და ამ ციფრებს მიღმა ადამიანური შესაძლებლობები ძალიან მრავალფეროვანი და ამოუწურავია. მადლობა სტუმრობისთვის, კეთილობილური მიზნებისთვის და ემოციებისთვის, რომლებსაც გვაზიარეთ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
🎭ღონისძიება ხონის სათემო განათლების კულტურული და სამოქალაქო განათლების აქტივობების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერი განხორციელდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეიჯიზმის ფაქტების პრევენციას, სამოც წელს ზემოთ მოსახლეობის სოციალური და კულტურული ყოფის ხარისხის გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ადამიანური რესურსების რეალიზაცია.

SIGN IN

Forgot Password

X