ხონში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალი გახსნა

ხონში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძეც დაესწრო.
აკადემიის სასწავლო შეთავაზება რობოტიკის, კომპიუტერული პროგრამირებისა და სამეწარმეო უნარების შესწავლა – განვითარებას მოიცავს, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი საფეხურის მოსწავლეებისთვის.
🔹პროექტის მენეჯერის თამარ კერძაიასთან ერთად პროექტის შესაძლებლობებს ხაზი გაუსვა ლადო ჯურხაძემაც:
——————————-
,,ვინაიდან, 21-ე საუკუნეში განათლების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლუგიური ინოვაციები , ვთვლი, რომ ბავშვებისთვის ადგილზე ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი საქმეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის სასწავლო პროგრამების განხორციელებას , რათა მოხდეს მომავალი თაობის ყველაზე მეტად საჭირო ცოდნის რესურსებით უზრუნველყოფა,, .
——————————-
🔹სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა ყველა დაინტერესებულ ბავშვს , რომელიც ტესტირების მინიმალურ ზღვარს გადალახავს, ასევე ყველაზე მაღალი ქულების მქონე აპლიკანტებისთვის გაიცემა 100%-იანი და 60 %-იანი სასწავლო გრანტები.

SIGN IN

Forgot Password

X