ხონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქალაქის, კუხის , ივანდიდის,ქუტირის, ნახახულევის,მათხოჯის, დედალაურის,გორდის, კინჩხისა და ძეძილეთის სოფლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამ ეტაპზე მიმადინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სტიქიით დაზარალებულებთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. გარდა ამისა სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტშია მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, რომელიც დილიდან ადმინიატრაციულ ერთეულებში სტიქიით მიყენებულ ზიანს ეცნობა.
წყალმოვარდნების შდეგად აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საუბნო გზები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.

SIGN IN

Forgot Password

X