ხონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზარალებულ მოსახლეობის პრობლემებს დილიდან მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და საჭიროებების შესახებ ინფორმაციებს აგროვებენ.
ამ დროის მონაცემებით, ხონის მუბნიციალიტეტში, ათეულობით შენობის სახურავი არის დაზიანებული, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, განადგურებულია საახალწლო დეკორაციები და განათებები.
ოპერატიულად მუშაობენ ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის თანამშრომლები და 112-ის ბრიგადები.
 მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ზარალის დათვლას.

SIGN IN

Forgot Password

X