ხონში ღონიძიება გაიმართა

ხონში ძველი და ახალი თაობის ,,იპოლიტელების” წარმატებული დებიუტი შედგა…
27 აგვისტოს იუმორისტული საღამო ,,იპოლიტელების,, წევრებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

ჯგუფი ამჯერად განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა _ ,,ძველმა იპოლიტელებმა” ალიკო ჯანელიძემ და გოჩა რუხაძემ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების კონკურსებში მონაწილე 11 ხონელი ახალგაზრდა შემოიკრიბეს ირგვლივ და პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად შეძლეს ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ, მხიარულად და ნაყოფიერად გატარება.

,,იპოლიტელების” მხიარულებით კმაყოფილ მაყურებელთა რიგებში იდგნენ ხონის მერი _ ლადო ჯურხაძე, მერის მოადგილე _ გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

       

SIGN IN

Forgot Password

X