15 სექტემბერს „დავასუფთაო მსოფლიო“ კამპანია დაიწყო!

🌿ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მხარდაჭერით 15 და 16 სექტემბერს ,ხონის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებზე, დასუფთავების აქციები ჩატარდა.
🌿კამპანიაში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში, ა(ა)იების თანამშრომლებმა , ხონის სათემო განათლების ცენტრმა, პატარა მოხალისეებმა. აქციაში უშუალოდ ჩაერთო მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.
🌿 ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანია დაარსებიდან 30 წლის შემდეგ, კვლავ განაგრძობს საქმიანობას სუფთა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით. „დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
🌿დასუფთავების მსოფლიო დღე, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციების ჩასატარებლად კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.

SIGN IN

Forgot Password

X