Day: 13/09/2022

2022 წლის 13 სექტემბერს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებმა (IFAD) გამართეს საინფორმაციო შეხვედრა მეცხოველეობის დარგის მიმართულებით მომუშავე ფერმერებთან. შეხვედრაზე განიხილეს მეცხოველეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა, პროგრამის მიმართულებები, თანადაფინანსების მოცულობები ცალკეული მიმართულებების მიხედვით და ელექტრონული რეგისტრაციის დეტალები. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში;

Read more

SIGN IN

Forgot Password

X