ხონში სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძეც დაესწრო.
აკადემიის სასწავლო შეთავაზება რობოტიკის, კომპიუტერული პროგრამირებისა და სამეწარმეო უნარების შესწავლა – განვითარებას მოიცავს, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი საფეხურის მოსწავლეებისთვის.
პროექტის მენეჯერის თამარ კერძაიასთან ერთად პროექტის შესაძლებლობებს ხაზი გაუსვა ლადო ჯურხაძემაც:
——————————-
,,ვინაიდან, 21-ე საუკუნეში განათლების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლუგიური ინოვაციები , ვთვლი, რომ ბავშვებისთვის ადგილზე ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი საქმეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის სასწავლო პროგრამების განხორციელებას , რათა მოხდეს მომავალი თაობის ყველაზე მეტად საჭირო ცოდნის რესურსებით უზრუნველყოფა,, .
——————————-
სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა ყველა დაინტერესებულ ბავშვს , რომელიც ტესტირების მინიმალურ ზღვარს გადალახავს, ასევე ყველაზე მაღალი ქულების მქონე აპლიკანტებისთვის გაიცემა 100%-იანი და 60 %-იანი სასწავლო გრანტები.