მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა,
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მერის პირველი მოადგილის, გერასიმე მჟავანაძის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე, მათი განხორციელების პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და დადგენილ ვადებში განხორციელდეს.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხზეც. აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობა გაზრდილია, რაც დამატებით რესურსებსა და ეფექტიან კოორდინაციას საჭიროებს. ამ მიმართულებით მუშაობა ა(ა)იპკომუნალურ სერვის ცენტრთან თანამშრომლობით გაგრძელდება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, აღნიშნა:
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მუნიციპალიტეტში ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხით განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, სამუშაო შეხვედრებზე დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მნიშვნელოვან საკითხს, ვაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას,,