ხონის მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდოამრის მოადგილე გუგა ბახტაძე ხონის სათემო განათლების ცენტრის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ და პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს.
„განათლება და პროფესიული განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც ადამიანსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალში ვდებთ. მიხარია, რომ ხონის სათემო განათლების ცენტრი უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მოქალაქეებს ახალი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და დასაქმების შესაძლებლობების მიღებაში ეხმარება.
ვულოცავ თითოეულ მსმენელს კურსების წარმატებით დასრულებას და მჯერა, რომ მიღებული ცოდნა მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე , ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა საწარმო ,,გორდულის,, დამფუძნებელს გია ღაჭავას.