ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე კობა კუბლაშვილი,
მოადგილე ელისო ჯიქია და საბჭოს წევრი მანანა გოფოძე ,საირმეში , საქართველოს
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო
შეხვედრას დაესწრნენ .
ნინო წილოსანი,საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე:
,,გენდერული თანასწორობა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ჩვენს ენასა და მეტყველებაში
არ გვქონია სქესთა შორის განსხვავება. ყოველთვის ტოლერანტული მიდგომები
გვქონდა. ჩვენს ისტორიაში არასოდეს იყო მომენტი,
როცა ქალებს ეზღუდებოდათ უფლებები. ახლა თანამედროვე მიდგომებით
უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიით. ყველა შეხვედრა რეგიონებში მარწმუნებს , რომ
თქვენთან ცოდნა და მგრძნობელობა, მონდომება ძალიან დიდია. მიგვავქს თქვენი
განწყობები და ამას კოორდინირებული მუშაობის რეჟიმში, უკან დაგიბრუნებთ.
მადლობა თანამშრომლობისთვის და ერთად გატარებული საინტერესო საათებისთვის,,.
კობა კუბლაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე:
,,შეხვედრის მონაწილეებს ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ იმერეთის სხვა
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გამოცდილება გავუზიარეთ , ასევე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ , რასაც მუშაობის პროცესში აუცილებლად
გამოვიყენებთ,,.
შეხვედრის დასასრულს , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა,
ლელა აქიაშვილმა გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაძლიერების
საერთაშორისო და ეროვნულ მექანიზმებზე ისაუბრა .
შეხვედრას იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის გენედრული საბჭოების
თავმჯდომერეებბი და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.