ხონში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ჩართულობით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
?მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონალური სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი, უანგაროდ სისხლის გაღების მსურველებს ადგილზე მოემსახურა.
აქციაში ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპების თანამშრომლები ჩაერთვნენ.
?თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ არ მოხდეს მისი დეფიციტი, რათა ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობდეს საჭირო დროს.
?სისხლის უანგაროდ გაღებას შეუძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
?ყველა ჯანმრთელ ადამიანს 2 თვეში ერთხელ შეუძლია სისხლის ჩაბარება.

SIGN IN

Forgot Password

X