
ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, სოფელ ხიდზე დიდღვაბუნას ტბამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.

მიმდინარეობს 3 000 გრძ. მეტრი ბეტონის საფარის დაგება, ეწყობა გვერდულები, სანიაღვრეები.

ლადო ჯურხაძე: ,, აღნიშნული ლოკაცია დასაბამიდან აუთვისებელი იყო. აქ არასოდეს ყოფილა გზა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ დიდღვაბუნას ტბას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ჩვენი მუნიციოპალიტეტის ეკონომიკისთვის. ვგეგმავთ ინვესტიციის განხორციელებას , რომელიც მეთევზეობის მრეწველობის განვითარებას უკავშირდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები , განსახორციელებელი დიდი პროექტის მცირე ნაწილია,, .

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებს შპს ,,მეკა,, ახორციელებს . სახელშეკრულებო თანხა 727 789 ლარს შეადგენს.