ლადო ჯურხაძემ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე განიხილეს პრობლემური საკითხები, რომლებიც ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველაზე აქტუალურია და დაზამთრებამდე მოგვარებას საჭიროებს :
უხვი ნალექებით დაზიანებული შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;
გარე-განათების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა;
ნარჩენების ურნების განახლება;
ასევე იმსჯელეს გარევაჭრობის რეგულირების საკითხებსა და გასატარბელ ღონისძიებებზე . საუბარი შეეხო ,,სოფლის მხარდაჭრის პროგრამის,, ფარგლებში , მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროგრამებს. მერის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა პროექტი, რომლთა მშენებლობა- რეაბილიტაციაც აღნიშნული პროგრამით იყო გათვალისწინებული, დასრულებულია.

SIGN IN

Forgot Password

X