ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სოფლის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა

სოფელ კონტუათში სოფლის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა.
შეჯიბრში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს ცენტრალური უბანი და გუნდი ” მერცხალი” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ დამარჯვება ცენტრალური უბნის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს სიგელები და თასები მუნიციპალიტეტის მერმა და სოფლის ხელმძღვანელებმა გადასცეს.

ტურნირის ფინალური შეჯიბრის მონაწილე გუნდები 200 და 100 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.

აღნიშნული სპორტული ღონისძიება სოფლის ფეხბურთის პოლულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

SIGN IN

Forgot Password

X