საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ტრენინგ-შეხვედრებს „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ უწევს ორგანიზებას.
დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრში ორდღიან ტრენინგ-კურსს ადგილობრივი აგროტურისტული ობიექტების,საოჯახო სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლების ესწრებოდნენ. ტრენინგებზე დასწრება სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლოთ.
ტრენინგის, რომელსაც საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის ტრენერი ნატალია ბახტაძე მართავდა, თემები იყო ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.