ხონში დასუფთავების აქცია გაიმართა

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ხონში დასუფთავების აქცია ჩატარდა.
📌წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
📌აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაცია დასუფთავდა.
📌წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ხორციელდება.

SIGN IN

Forgot Password

X