ხონში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ჩართულობით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
🔴მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონალური სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი, უანგაროდ სისხლის გაღების მსურველებს ადგილზე მოემსახურა.
აქციაში ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპების თანამშრომლები ჩაერთვნენ.
🔴თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ არ მოხდეს მისი დეფიციტი, რათა ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობდეს საჭირო დროს.
🔴სისხლის უანგაროდ გაღებას შეუძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
🔴ყველა ჯანმრთელ ადამიანს 2 თვეში ერთხელ შეუძლია სისხლის ჩაბარება.

SIGN IN

Forgot Password

X