დიდღვაბუნის ტბაბმდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

?ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, სოფელ ხიდზე დიდღვაბუნას ტბამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.
?მიმდინარეობს 3 000 გრძ. მეტრი ბეტონის საფარის დაგება, ეწყობა გვერდულები, სანიაღვრეები.
?ლადო ჯურხაძე: ,, აღნიშნული ლოკაცია დასაბამიდან აუთვისებელი იყო. აქ არასოდეს ყოფილა გზა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ დიდღვაბუნას ტბას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო ჩვენი მუნიციოპალიტეტის ეკონომიკისთვის. ვგეგმავთ ინვესტიციის განხორციელებას , რომელიც მეთევზეობის მრეწველობის განვითარებას უკავშირდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები , განსახორციელებელი დიდი პროექტის მცირე ნაწილია,, .
?პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებს შპს ,,მეკა,, ახორციელებს . სახელშეკრულებო თანხა 727 789 ლარს შეადგენს.

SIGN IN

Forgot Password

X