ივანდიდში 2023 წელის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხძემ სოფელ ივანდიდში დასრულებული ინფრასრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
აღნიშნულ სოფელში 2023 წელს 4 ლოკაციაზე სასოფლო გზა დაიგო და მინი სპორტული სტადიონი კეთილმოეწყო.
მე-2, მე-9 ( ჩიხი) , მე-10, მე-11 ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი და გამარტივდა როგორც ქვეითთა, ისე ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ახალმა სასპორტო ინფრასტრუქტურამ კი სოფლის ცენტრი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.
როგორც ლადო ჯურხაძემ განაცხადა, ,,სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა ხელშეწყობისთვის ,ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება და ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტული საკითხია. 2024 წელს არსებულ ინფრასტრუქტურას კიდევ შეემატება ბევრი კეთილმოწყობილი გზა, სანიაღვრე არხი, გარე -განათების ქსელი და ა.შ.,,

SIGN IN

Forgot Password

X