ლადო ჯურხაძემ კრისტიან ბუნიონ დე მორეტას უმასპინძლა

მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ UNDP-ის პროექტების შემფასებელს კრისტიან ბუნიონ დე მორეტას უმასპინძლა.
?საუბარი შეეხო იმ პროექტებსა და ინიციატივებს , რომელთა განხორციელება და დანერგვა UNDP-ის მხარდაჭერით მოხდა.
?გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის, ჩართულობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, დეცენტრალიზაციის პროცესები, თვითმმართველობის ინდექსი, საჭიროებათა კვლევის მექანიზმები , მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესები -ეს ის კონკრეტული საკითხებია, რომელთა შესახებაც შედგა საუბარი.
?ლადო ჯურხაძემ ხაზი გაუსვა მხარდაჭერის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ დონორი ორგანიზაციები მომავალშით დაინტერესდებიან ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებით და გამოთქვამენ თანამშრომლობის სურვილს.

SIGN IN

Forgot Password

X