ლადო ჯურხაძემ განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს აღნიშნული ოჯახების გაძლიერების პროცესში

🔸ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვის ცენტრის ხელმძღვანელს ეთერ უგულავას შეხვდა შეხვდა. საუბარი შეეხო ,, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში,, რეგისტრირებულ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ,,ღატაკად,, შეფასებულ ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას არ ღებულობენ.
🔸სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, მოადგილე მანანა გოფოძე და მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩიხლაძე ,მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
❗️ლადო ჯურხაძემ განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს აღნიშნული ოჯახების გაძლიერების პროცესში :
————————–
,,საკმაოდ სენსიტიური და კომპლექსური საკითხია. საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. პირველ ეტაპზე აუცილებელია იდენტიფიცირდეს ამ ოჯახების საჭიროებები, მას შემდეგ რაც სრული სურათი გვექნება, ვიზრუნებთ შესაბამისი დახმარების პაკეტის შემუშავებაზე. განვიხილავთ როგორც სასურსათე, საამშენებლო,ფინანსურ, სამედიცინო, ასევე ქირით, საშეშე მერქნით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფას,,.
————————–
🔸აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოს მუნიციპალურ წარმომადგენლობასთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობს.

SIGN IN

Forgot Password

X