ხონში მრავალკომპონენტიანი პროექტი ხორციელდება

🔹ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლობის ფორმატში, ხონში მრავალკომპონენტიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც როგორც დაბრუნებულ მიგრანტთა გაძლიერებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობასა და ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

🔹პროექტის ფარგლებში, ხონში, ევროპის ქვეყნებიდან ნებაყოფლობით დაბრუნებულ 2 მოქალაქეს, საკუთარი მცირე ბიზნესის გადაიარაღებისა და სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, გრანტი გადაეცა.
შეთანხმებისა და საგრანტო განაცხადის ხელისმოწერის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე დაესწრო.

🔹მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სოფელ ნანახულევის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა მწერალ არჩილ ქიქოძესთან. მწერალმა ისაუბრა თუ რას ნიშნავს მისთვის, როგორც მწერლისთვის, მოგზაურობა, განსხვავებული კულტურის ადამიანებთან შეხვედრა, მრავალფეროვანი ბუნების ნახვა და ამაზე წერა. აქტივობა მიზანად ისახავს თანამედროვე მწერლებთან პირისპირ შეხვედრისა და საინტერესო თემებზე საუბრის შესაძლებლობას, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ლიტერატუირის საშუალებით.

🔹კვირის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ახალგაზრდეთან და სოფელ ივანდიდის მოსახლეობასთან.პროექტის აქტორებმა გააზიარეს ინფორმაცია მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ.

SIGN IN

Forgot Password

X