ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოების წინაშე 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
მერის თქმით, 2022 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება , დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
,,ვფიქრობ , რომ 2022 წელს ბევრი გამოწვევა დავძლიეთ, ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოვაგვარეთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ახალ ინიციატივებზე ვიზრუნოთ, ახალი იდეები განვახორციელოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, თითოეულ საჯარო მოხელეს , რომელთა დაუღალავი შრომით გვაქვს წარმატებული შედეგები,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მერმა პრობლემურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და იმ გზებზე ისაუბრა , რითაც სასურველი შედეგები მიიღწევა.
მერის 2022 წლის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.

SIGN IN

Forgot Password

X