სოფელ მათხოჯში სკვერი გაიხსნა

 სოფელ მათხოჯში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მა სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტავმჯდომარის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახლადრეაბილიტირებული გასართობი სკვერი, ოფიციალურად გახსნეს.
ახლად გახსნილი გასართობი სკვერი, სოფელში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკობრივ
ჯგუფებს მისცემ სოციალიზაციისა და დასვენების საშუალებას; ბავშვებს
გართობის შანსს და ახალგაზრდებს უსაფრთხო ადგილას თავშეყრის
შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ მათხოჯის თემში, სადაც ამჟამად 450 ოჯახი ცხოვრობს,
რომელთა ნაწილს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები შეადგენენ,
გასართობი სკვერი არ არსებობდა. ჩატარდა შერჩევითი პრინციპით გამოკითხვა;
გამოიკითხა ადგილობრივების 60% და გამოვლინდა, რომ სოფელში ყველაზე
სასურველი გასართობი სკვერის მოწყობა იყო.
მიგრაციის საერთაოშრიო ორგანიზაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის
ერთობლივი ძალისხმევით, მათხოჯის თემში სკვერის მოწყობის პროექტი
წარმატებით განხორციელდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.
გასართობი სკვერის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის
გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“,
რომელიც დაფინანსებულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის
განვითარების ფონდის (IDF) მიერ, და ხონის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო
თანამშრომლობით.

SIGN IN

Forgot Password

X