მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია

 მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
3 ვერცხლის მედალი მარიამ მურლიანისგან!
 მარიამ მურღვლიანმა საქართველოს რეკორდებიც დაამყარა!
 ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.
 ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა!
 იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა!
 გარდა ამისა მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22 , აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.
 ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა
 მურღვლიანის პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე
 საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი

SIGN IN

Forgot Password

X