მოქალაქეთა უკუკავშირის პლათმორმა განახლდება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძესმ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საუბარი შეეხო მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლათფორმის ფუნქციებისა და შესაძლებლობების გაზრდას .
პლატფორმის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები/პროგრამები. პირველ ეტაპზე საპილოტედ მიმდინარეობს სოციალური პროგრამების შეფასება. იგეგმება ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულების საჭიროებების შესასება და სესწავლა.
ხონის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს მუნიციპალიტეტის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, შეუძლიათ ელექტრონულად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე.
პლატფორმა შემუშავებულია ქართულ ენაზე, თანხვედრაშია ხონის მუნიციპალიტეტის არსებული ვებ-გვერდების დიზაინთან, ადაპტირებულია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის.
მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა შეიქმნა გრანტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგლებში , რომელიც განხორციელდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.

SIGN IN

Forgot Password

X