ნახახულევში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა სრულდება

?ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
?დღეს, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.
? პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სპორტულ მოედანს, ეწყობა სარბენი ბილიკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და დასასვენებელი სკვერი.
? აღსანიშნავია, რომ პროექტი ინკლუზიურია და სრულად არის მორგებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.
????პროექტს, ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი.“

SIGN IN

Forgot Password

X