ხონში ანტიდისკრიმინაციული დოკუმენტების მომზადებაზე მუშაობენ

?ხონის მუნიციპალიტეტის მერისაა და საკრებულოს ადმინისტრაციული სამსახურების სპეციალისტები , გენდერული საბჭოს წევრები და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაზე მუშაობენ.
?ღონისძიებების ფარგლებში , სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” მენეჯერთან მარიკა ვაჭარაძესთან და მოწვეულ ექსპერტთან რაისა ლიპარტლიანთან.
? შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტული მიზნებსა და და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას გააუმჯობესებს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზებიც – პროექტის ფარგლებში დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით გადამზადდებიან დანტერესებული პირები/ სპეციალისტები/საჯარო მოხელეები.

SIGN IN

Forgot Password

X