ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა

ხონის მუნიციალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, გენდერული საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით გაიმართულ ფორუმში: „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ,ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, ქალთა სამუშაო ჯგუფების წევრები.
 მონაწილეები გაეცნენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საჭიროებათა შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგებს.
მოისმინეს გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესების დინამიკა ხუთივე მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
მიეწოდათ ინფორმაციები დევნილ ქალთა სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგებზე, წარმატებული ადვოკატირების მაგალითებზე.
გაეცნენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნულ სამოქმედო გეგმას.
ფორუმის მეორე ნაწილში ჯგუფური მუშაობის ფორმატით განისაზღვრა გაეროს რეზოლუცია 1325 -ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამომავლო პერსპექტივები ცალკეულ მუნიციპალიტეტებში.
ფორუმის დასასრულს, ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადაეცათ მადლობის სიგელი აქტიური თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.
ღონისძიება ჩატარდა „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის”ფარგლებში.

SIGN IN

Forgot Password

X