ხონის მუნიციალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები პოლიტიკურ ფორუმს დაესწრნენ

 ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
 ფორუმის მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
 ფორუმს უმასპინძლეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
 სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.
 დისკუსიებს გაუძღვნენ პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი (პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“), პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი (პოლიტიკური პარტია „ლელო“), პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე (პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძე, მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირი, ელისო ჯიქია და საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრი , ნაზი გეგია.

SIGN IN

Forgot Password

X