Month: March 2021

ქალაქ ხონში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე. ისინი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. პროექტი გზის ასფალტის საფარით მოწყობას, სანიაღვრეების მოპირკეთებასა და ეზოში შესასვლელების დაგებას ითვალისწინებდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ჯამში 900-მდე გრძ. მეტრ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო. […]

Read more

მარტის  თვეში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე, გაიმართება საწვრთნელი სროლები. მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე!

Read more

SIGN IN

Forgot Password

X