არა ძალადობას!

ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში კლუბი ,,აქტიური მოქალაქეების“ (კლუბის ხელმძღვანელი შორენა გუბელაძე) ინციატივით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,ძალადობის პრევენცია’’.
ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში იყო.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მოწვეული იყო – ხონის მუნიციალიტეტის მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჯიქია,
ხონის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები: გიორგი ჯიაძე და კობა სებუა,
მოძღვარი მამა დავით ნაჭყებია, სასპორტო კომპლექსის დირექტორი ალეკო ვეკუა.
შეხვედას ესწრებოდნენ ახალშენის, ივანდიდის, საწულუკიძეოს საჯარო სკოლებისა და ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები.
შეხვედრა , რომლის მიზანი ძალადობის პრევენცია და ახალგაზრდების ინფორმირებულობა იყო ,კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

SIGN IN

Forgot Password

X