წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაგებად პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 9 აპრილს მიეძღვნა გამოფენა ხონის ისტორიულ მუზეუმში. სტუმრები ადგილზე გაეცვნენ საქართველოს ეროვნული და 9 აპრილის სისხლიან ღამეს დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას. 1989 წლის 9 აპრილის ავბედით დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობას 21 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის უმეტესობა ქალი იყო. დაღუპულთა […]
ხონში, ჭადრაკში, სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც სპორტის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მსაჯთა გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური გამარჯვებულები: ?მათე სილაგაძე – პირველი ადგილი; ამირან კუხალაშვული- მეორე აგილი; ირაკლი კიკალიშვილი- მესამე ადგილი; ?მე-4 საჯარო სკოლა – პირველი ადგილი; კონტუათისა საჯარო სკოლა- მეორე ადგილი; მეორე საჯარო სკოლა- მესამე ადგილი; საპრიზო ადგილის მფლობელებს საჩუქრები , […]
ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და თითოეულ ობიექტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, მოსახლეობას გაესაუბრა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. ხონში , ამ ეტაპზე, ათამდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რეგიონალური ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები შიდა საუბნო და სოფლებთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან კი სოფელ ახალბედისეულში ხიდის რეკონსტრუქცია-მშენებლობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, […]
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა აპრილის თვეში, ყოველ დღე, დასვენების დღეების გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე, გაიმართება საწვრთნელი სროლები. მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე!
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტების მენეჯერს რობერტ როტსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს უმასპინძლა. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და შეაფასეს. 2019 წლიდან ხონის მუნიციპალიტეტში 2,5 მილონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში […]
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ხონში დასუფთავების აქცია ჩატარდა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაცია დასუფთავდა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო […]
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ხონის ა(ა)ი პ სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები გამოეხმაურენ და ადგილზე თემატური ნახატები შექმნეს, რომელთა შინაარსი სიმბოლურად სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერას გამოხატავდა. ნამუშევრები ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და პატარებს გამოჩენილი სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2022“ იწყება! ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და დასრულდება 5 მარტს . მთავრობის დადგენილებით მიღებული წესების მიხედვით წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 4-5 მარტს ღია სივრცეში დაიწყება და მუნიციპალიტეტის 37-ივე სოფელში ჩატარდება. ხონის […]
70-მდე ზრდასრულმა, სხვადასხვა მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული უნარები განივითარა . მსმენელებს სერთიფიკატები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გადასცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. ,,ბევრჯერ მითქვამს , რომ განათლება ჩვენი პრიორიტეტია. ის , რომ ხონში ამ მიმართულებით სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯები იდგმება, ვფიქრობ,კარგი შედეგია და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სასიხარულო ინფომაციას გაგიზიარებთ . ზრდასრულთა განათლება, ახალი […]
ხონის მუნიციპალიტეტს , ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან,პირველ ეტაპზე, 2 374 126 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტში 9 პროექტი განხორციელდება. 2022 წელს პრიორიტეტი სოფლად არსებულ საგაზო ინფრასტრუქტურაა. განხორციელდება შემდეგი პროექტები: ქ. ხონში, ახალგაზრდობის ქუჩის, ჩიხის, ახალგაზრდობის ქუჩის 1 -ლი და მე-2 შესახევის რეაბილიტაცია; სოფელ მათხოჯში მე-7-ე ქუჩის მოასფალტება; სოფელ მათხოჯში მე-8-ე ქუჩის მოასფალტება; სოფელ […]