მერია

ხონში OGP-ის აფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და მიმდინარე შედეგებზე ისაუბრეს. ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითების შესახებ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ისაუბრა. OGP -ში გაწევრიანებით ხონის მუნიციპალიტეტის მოსალოდნელ შედეგებზე პრეზენტაცია სტუმარმა , პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ხოსე მარია მარინმა წარმოადგინა . შეხვედრას ადგილობრივი საჯარო მოხელეები და დაინტერესებული მოქალაქეები […]

Read more

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძესმ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საუბარი შეეხო მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლათფორმის ფუნქციებისა და შესაძლებლობების გაზრდას . პლატფორმის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები/პროგრამები. პირველ ეტაპზე საპილოტედ მიმდინარეობს სოციალური პროგრამების შეფასება. იგეგმება ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულების საჭიროებების შესასება და სესწავლა. ხონის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს მუნიციპალიტეტის კონკრეტული სოციალური […]

Read more

ა/ო ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცის,, პროექტის ,,გახდი შემოქმედის _იკითხე, იაზროვნე, გადარჩი” ფარგლებში, მწერალი დათო ტურაშვილი ხონელ ახალგაზრდებს შეხვდა და სამი წიგნის ,,ჯინსების თაობა”, ,,ტყეების მეფე” და ,,სხვა ამსტერდამი” შესახებ ესაუბრა… შეხვედრის დაწყებამდე, სტუმარს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ უმასპინძლა. მათ ერთად დაათვალიერეს ხონის ისტორიული მუზეუმი, ესტუმრნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას. #ქართველი_მწერლები ,, მინდა ვთქვა, რომ დათო ტურაშვილის ვიზიტი […]

Read more

ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარეა, დღეს ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლას ესტუმრა და პატარა გულშემატკივრები გაახარა. 2020 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარემ პატარა ფეხბურთელებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გიორგი მამარდაშვილი წარმოშობით ხონიდანაა.

Read more

#დავით_კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა . სკოლის ადმინიატრაციამ ყველა მოსწავლეს წამახალისებელი სერტიფიკატი გადასცა. ადგილზე მისულ სტუმარს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების საშუალებაც ჰქონდა.

Read more

ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, პროექტის მიზანია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ და შესაბამისად, გამოწვევები […]

Read more

ხონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. მუნისიპლიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სოფელ ნახახულევში, კობეშავიძეების უბანში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე არხებისა და გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.

Read more

  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151 მუხლის საფუძველზე:   1.‼️ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.   2. ‼️ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.   3. […]

Read more

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს წინაშე 2021 წლის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. მერის თქმით, 2021 წელს ბიუჯეტის შესრულების ნაწილში, ქვეყნის მასშტაბით ხონი ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია. 2021 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვ. ანგარიშის თანახმად, […]

Read more

ხონის მუნიციპალიტეტი 2021 წლიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრია. ეს არის ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებისა და განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის დამატებითი შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით იწყება სამუშაო შეხვედრები ღია მმართველობის სატრატეგიული ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. პროცესში ჩართვისთვის დაინტერესებულ მხარეებს […]

Read more

SIGN IN

Forgot Password

X