მარიამ მურღვლიანს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

🇬🇪 მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებულ ხონელ ძალოსანს, მსოფლიოს ვიცე ჩემიონს, მარიამ მურღვლიანს მშობლიურ მე-4 საჯარო სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
🇬🇪მარიამს წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, , საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სკოლის ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა და სხვა გულშემატკივრებმა მიულოცეს.
🇬🇪 ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა!
🇬🇪 იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა!
🇬🇪 გარდა ამისა მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22 , აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.
🇬🇪 ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა
🇬🇪 მურღვლიანის პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე
🇬🇪 საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი

SIGN IN

Forgot Password

X