აზიიური ფაროსანას წინაამდეგ ბრძოლა იწყება

ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება.
დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დევი სიდამონიძემ და მოგელი ჭეჟიამ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე , გერასიმე მჟავანაძე , მერიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსსაინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი , ბადრი ბახტაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ მავნებლის წინააღმდეგ მონიტორინგი მიმდინარეობს.
 აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.
ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

SIGN IN

Forgot Password

X