დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ხონში

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ინიციატივით საკრებულოს სააქტო დარბაზში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძედა ადგილობრივიხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეები საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის შეფასებისა და არსებული გამოწვევების გაანალიზების მიზნით შეიკრიბნენ.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მხარეებმა პროგრამის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან რეგისტრირებული თვითდასაქმებულად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ პროგრამაში, ხონის მუნიციპალიტეტში, 206 ბენეფიციარია ჩართული;

SIGN IN

Forgot Password

X