OGP-ს ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

ხონის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გრძელდება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებმა იდეებისა და მოქალაქეების საჭიროებების გაზიარების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს კინჩხისა და ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულში;
ხონის მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრი და აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.

SIGN IN

Forgot Password

X